17 ივლისი 2019,   21:33
ვრცლად
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით „ქართული მარში“ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ მსვლელობას შეუერთდება

„ქართული მარში“ ოჯახის სიწმინდის დღეს მსვლელობით აღნიშნავს. მოძრაობის წევრები 3 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ მსვლელობას შეუერთდებიან.

„ქართული მარშის“ ლიდერის განცხადებით,  ლგბტ თემმა სწორად შეაფასა რისკები, როდესაც სხვა და სხვა ღონისძიებების ჩატარებაზე უარი თქვა. სანდრო ბრეგაძის თქმით, მათი ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია.

„3 საათიდან შევიკრიბებით რუსთაველის 1 ნომერთან თავისუფლების მოედანზე. 5 საათზე ორგანიზებულად შევუერთდებით საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ მსვლელობას. ლგბტ ორგანიზაციებმა თავად განაცხადეს უარი ხვალ რაიმე ტიპის აქციის ჩატარებაზე. ჩვენ ამას მივესალმებით, მაგრამ თუკი იქნება, რა თქმა უნდა, რაიმე ტიპის პროვოკაციები, თუკი იქნება რაიმე ტიპის ძალადობრივი აქტები, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ დავიცვათ პირველ რიგში ჩვენი უფლებები,“- განაცხადა ბრეგაძემ.

დღის ამბები