19 აპრილი 2024,   19:09
ვრცლად
პირი, რომელიც ზვიად გამსახურდიას დევნიდა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში დაასაქმეს

პირი, რომელიც ზვიად გამსახურდიას დევნიდა და სამეგრელოში დასდევდა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში დაასაქმეს. გია მხეიძე თბილისიდან ზუგდიდში საგანგებოდ ჩაიყვანეს - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს.

მხეიძის გვარი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მოხვდა, როგორც ადამიანის, რომელიც პირველი პრეზიდენტის დევნის ოპერაციას ახორციელებდა.

ოპოზიციის ინფორმაციით, მხეიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ხელმძღვანელობდა ინციდენტებს ჯიხაშკარში, როდესაც რამდენიმე საარჩევნო უბანი დაარბიეს, სადაც ოპოზიციის კანდიდატი იმარჯვებდა.

გია მხეიძე შევარდნაძის ხელისუფლების დროს აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

„ეს არის ადამიანი, რომელიც ერთი მხრივ, 1993-1994 წელებში უშუალოდ მონაწილეობდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დევნისა და ლიკვიდაციის ოპერაციაში. ეს ოპერაცია პირველი პრეზიდენტის სიკვდილით დასრულდა. ასევე, ეს ადამიანი შევარდნაძის დროს იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აფხაზეთის, მონაწილეობდა ზვიად გამსახურდიას დევნის ოპერაციაში. გია მხეიძე ასევე ცნობილია 2016 წელს ჯიხაშკარში საარჩვენო უბნების დარბევით, რისთვისაც იხდიდა სასჯელს, იყო ბრალდებული, შემდეგ ხელისუფლების მიერ იქნა გათავისუფლებული პირობითი სასჯელით. დღეს გია მხეიძის ჩამოყვანა ზუგდიდში განსაკუთრებით იმ დაძაბული ვითარების ფონზე, რაც შექმნილია წინაასარჩევნოდ, მიუთითებს, რომ ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ძალადობა საარჩევნო უბნებზე, ადამიანების ნებაზე,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

დღის ამბები