ოპოზიციამ შესაძლოა ინტერპელაციის მეთოდი აამოქმედოს და უმძიმეს საარჩევნო გარემოზე სასაუბროდ პარლამენტში პრემიერი დაიბაროს. "ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ ამის საშუალებას ოპოზიციას კანონი აძლევს და მათ თვის ბოლო პარასკევს შეუძლიათ პარლამენტში პრემიერი დაიბარონ.
„მორიგი სასესიო კვირა არის უკვე ინტერპელაციის კვირა და შესაბამისად ჩვენი წესდებით და პროცედურებით სრული შესაძლებლობა აქვს და უფლება ოპოზიციას დაიბაროს ნებისმიერი პირი. მათ შორის პრემიერ-მინისტრის ნებისმიერი საკითხზე. ამიტომ არაფერი არ უდგას წინ ამ დისკუსიის შედგენას და წარმართვას თუ ეს არის მათი სურვილი. მითუმეტეს, რომ ზუსტად ის კვირა არის როდესაც ინტერპელაცია უწევს. ამიტომ თუ ესეთი ინტერესი აქვთ ბუნებრივია რომ შეუძლიათ შესაბამისი პროცედურები გამოიყენონ,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ამომრჩევლის შანტაჟი, ტერორი და მოსყიდვა ერთადერთი თემა არ არის რაზეც პასუხების გაცემა მამუკა ბახტაძეს მოუწევს. გუშინ ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტში მთავრობა არაფორმალურ მმართველობაში ამხილა და პირდაპირ თქვა რომ სამინისტროებში ნეპოტიზმი ყვავის.