20 აპრილი 2024,   11:34
ვრცლად
საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი - ერგნეთის შეხვედრაზე ერთ-ერთ თემად ანტისაოკუპაციო მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განიხილავენ

საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი - ერგნეთის შეხვედრაზე ერთ-ერთ თემად ანტისაოკუპაციო მოძრაობის მიერ გავრცელებულ  ინფორმაციას განიხილავენ. აღნიშნული შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო.

ქართული მხარე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებს  და ადამიანთა უკანონო დაკავებების ფაქტებზე ისაუბრებს.

„ვისაუბრებთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე, საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე და ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობისათვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვებზე,“- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

ერგნეთის წინა შეხვედრიდან დღემდე უკანონო გატაცების ათი შემთხვევა მოხდა. რუსმა ოკუპანტებმა ე.წ.  საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს.

დღის ამბები