15 ოქტომბერი 2019,   06:47
ვრცლად
"მე თქვენი ნათესავიც ვარ" - მირანდა მესხი ცესკო-ს თავმჯდომარესთან ნათესაურ კავშირს არ უარყოფს

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან ნათესაურ კავშირს არ უარყოფს. თუმცა მირანდა მესხ დეტალებზე საუბარი არ სურს. ოპოზიციის ინფორმაციით, მირანდა მესხი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შვილის ნათლიაა.

ხელისულების ოპონენტების განცხადებით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შეთანხმებით მოქმედებს იმ საეჭვო გადაწყვეტილებების მიღების დროს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა. ოპოზიციის თქმით, სწორედ ამ მიზეზით, ცესკო-ს თავმჯდომარე მირანდა მესხის უკანონო ქმედებებზე არ რეაგირებს.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ყველა ყველას ნათესავია, მათ შორის ის „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტის ნათესავიც გამოდის.

„რა შუაშია შვილის ნათლია. თამარ ჟვანია სანამ ცესკო-ს თავმჯდომარე გახდებოდა, მე ვიყავი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომელი, ამაზე აღარ გავაკეთებ მეტ კომენტარს. ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველაფერზე რეაგირებს, აქ ვინც, ესწრებოდა, ვისაც პროცედურა ესმის, ყველასთვის ნათელი და გასაგებია, რა მოხდა. თქვენ თუ არ გესმით კანონი, მე რა გავაკეთე და რა არ გავაკეთე, ცივილური ფორმებით შეგიძლიათ, ეს გაასაჩივროთ. გადაწყდა და დამტკიცდა სპეცსიები, პირველი ნაწილი უბნებზე სპეცსიის შემადგენლობით და მეორე ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცსია. სიების გატანასთან დაკავშირებით გაკეთდა ყველანაირი კომენტარი და არანაირი კანონდარღვევა ამასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა. არანაირი განცხადება ამ ეტაპზე გადადგომასთან დაკავშირებით არ ფიქსირდება.

"არანაირად კომენტარს აღარ გავაკეთებ. ეს არ არის ამ ეტაპისთვის საინტერესო თემა. ყველა ერთმანეთის ნათესავია, ბატონებო და ქალბატონებო. a თუ b-ს ნათესავი, b თუ c-ს ნათესავია, ამ შემთხვევაში a და c ერთმანეთის ნათესავია. ამ ეტაპზე მე თქვენი ნათესავიც ვარ, ვინაიდან ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, რამდენი წელია, ჩემთან ურთიერთობთ,“ - განაცხადა მირანდა მესხმა.  

დღის ამბები