25 აპრილი 2024,   15:16
ვრცლად
სახელმწიფოს კუთვნილი მიწების ყალბი დოკუმენტებით დაუფლება - საგამოძიებო სამსახურმა 8 პირი პასუხისგებაში მისცა

სახელმწიფოს კუთვნილი მიწების ყალბი დოკუმენტებით დაუფლების ფაქტი - საგამოძიებო სამსახურმა 8 პირი პასუხისგებაში მისცა. დაკავებულია  დანაშაულის ორგანიზატორი ორი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა დაამზადეს მიწის ნაკვეთების ე.წ. ცრუ მოწმეების მიერ დამოწმებული განცხადებები, რომლის საფუძველზეც  ბრალდებულებმა დაირეგისტრირეს საგურამოში მდებარე ნაკვეთები.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები