18 აგვისტო 2019,   07:53
ვრცლად
აქცია ზუგდიდის პოლიციასთან - ოპოზიცია სანდრა რულოვსზე განხორციელებული თავდასხმის მონაწილეების დაკავებას ითხოვს

ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან გაერთიანებული ოპოზიციის აქცია იწყება. ოპოზიცია ყველა იმ პირის დაკავებას ითხოვს, ვინც დადიანების სასახლის ეზოში სანდრა რულოვსის და მის მხარდამჭერებზე თავდასხმაში მონაწილეობდა.

„საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა "ქართული ოცნების" დეპუტატი, რომელიც იმუქრება რომ თურმე ადამიანები უნდა დააშინო, ადამიანები უნდა გაიტაცო. ეს ვნახეთ პირდაპირ ეთერში და ამ დრომდე ეს ადამიანი დაკავებული არ არის. ჩვენ ვნახეთ კონკრეტული ადამიანები რომლებიც თავს დაესხნენ ქალბატონ სანდრა რულოვსს. იგივე ძმები შელიები, რომლებიც დაკავებულები არ არიან. ეს ვნახეთ პირდაპირ ეთერში. ეს ადამიანები არიან მოგზავნილი "ნასეტკები" გახარიას და ფაცაციების მიერ. ამ კრიმინალების მიერ იმართებიან პატარა კრიმინალუკები რომლებიც შემდეგ ახორციელებენ თავისი ჭკუით რაღაც ზეწოლას. "ქართულ ოცნებას" აქ აქვს არჩევნები წაგებული. ერთადერთი რამის გამო ძაბავენ სიტუაციას. იმისთვის რომ ხალხი დააშინონ და არ მოვიდნენ არჩევნებზე,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

ინციდენტი ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში რამდენიმე დღის წინ მოხდა, რა დროსაც სანდრა რულოვსის ფოტოგრაფი დაშავდა. პარალელურად გავრცელდა სკანდალური ფარული ჩანაწრი, სადაც ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი, საიდუმლო თათბირის დეტალებს ყვება. ვიდეომასალა ავტომობილშია გადაღებული, სადაც დეპუტატი გია დანელია თანამოსაუბრეს ეუბნება, რა დავალება მისცეს მას მმართველი პარტიის ლიდერებმა.

დღის ამბები