18 აგვისტო 2019,   07:59
ვრცლად
„ამ ქალმა უნდა დატოვოს თანამდებობა" - ოპოზიცია მირანდა მესხის გადაყენებას ითხოვს

გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები მირანდა მესხს არაკანონიერ ქმედებებში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს და დირექტივები საოლქო კომისიების მისამართითაც გაიცემა. ოპოზიციის განცხადებით, მირანდა მესხი თამარ ჟვანიას შვილის ნათლიაა.

„ამ ქალმა აუცილებლად უნდა დატოვოს თანამდებობა. ჟვანიამ, რომლის ახლობელია, დიდი ხნის კავშირები აქვთ ქალბატონ მირანდასა და თამარ ჟვანიას, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ არის მხილებული გაყალბებაში, სისხლის სამართლის დანაშაულში, ვგულისხმობ ჟვანიას, პირადად გადააყენოს, მოხსნას და პირადად აიღოს პასუხისმგებლობა. ყველა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მინდა, გავაფრთხილო, ვუთხრა და ვურჩიოთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ჩაყვნენ ამ სისხლის სამართლის დანაშაულში ქალბატონ მირანდას,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბების მექანიზმი ჩამოაყალიბა.

„ქალბატონი მესხი არის იმ გაყალბების მექანიზმის პირდაპირი ნაწილი მაგალითი, რომელიც თამარ ჟვანიას დავალებით „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოაყალიბა საქართველოში. ნათლია-მირონობა და ნათესაური კავშირი თამარ ჟვანიასთან მისთვის გარანტიაა, რომ იქნება ყოველთვის საოლქოს თავმჯდომარე, ოღონდ საპირისპიროდ მან უნდა შეასრულოს დავალებები, რასაც იღებს ცენტრიდან,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები