20 აპრილი 2024,   17:04
ვრცლად
სკანდალური ფარული ჩანაწერი - პროკურატურა „რუსთავი2“-ს ავთენტურობის დასადგენად ჩანაწერის დედანს სთხოვს 

„რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ფარულ  ჩანაწერზე, სადაც ამომრჩევლის მოსყიდვაზე, დაშინებასა და გატაცებაზეა საუბარი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა ექსპერტიზის შედეგს ელოდება.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გია დანელია უკვე გამოკითხულია.

პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განმარტავს, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად აუცილებელია გია დანელიას ხმის ნიმუშის შედარება ორიგინალ ჩანაწერთან, რომელიც ხელთ აქვს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“. პროკურატურაში აცხადებენ, რომ მათ ტელეკომპანიას ჩანაწერის დედანის მიწოდების თხოვნით უკვე მიმართეს.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება 14 მაისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ფარული ჩანაწერის გასვლის შემდეგ, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე დაიწყო. გამოძიებამ  უკვე გამოკითხა  ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია, რომელიც, თითქოს აღნიშნულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს.

გამოძიება  ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს,“-აცხადებენ პროკურატურაში.

დღის ამბები