24 აპრილი 2024,   23:14
ვრცლად
მე ვარ ადამიანი, რომლის უდიდესი სიცოცხლის ნაწილი წაიღეს ამ ნაძირალებმა - ბაჩანა შენგელია ზუგდიდელებს სანდრა რულოვსის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს 

„მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ ადამიანი, რომელიც მე-6 თვეა, დავეძებ სამართალს,“- ამის შესახებ ბაჩანა შენგელიამ განმუხურში გაერთიანებული ოპოზიციისა და მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მან საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ თვეების განმავლობაში მისი დედის, ია კერზაიას საქმეზე სამართალს ვერ მიაღწია. შენგელიას თქმით, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. მისი შეფასებით, 19 მაისს არა უბრალოდ არჩევნები, არამედ პლებისციტია.

„ჩვენ ვართ ადამიანები, ჩვენი ოჯახის წევრები, რომელთაც ამ ხელისუფლებამ და მისმა მაღალჩინოსნებმა გამოგვისალმეს სიცოცხლეს ჩვენთვის უსაყვარლესი ადამიანი. ყველაზე ძვირფასი, ადამიანის რაც შეიძლება ჰყავდეს, არის დედა. მე ვარ შვილი, რომელიც 6 თეა, ვიბრძვი ყოველდღიურად, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს უდიდესი დანაშაული. პასუხად ვიღებ სიმუნჯეს. 19 მაისს არ არის უბრალოდ არჩევნები, 19 მაისს არის პლებისციტი, სადაც მოძალადეებს, კრიმინალებს, ადამიანის მკვლელებს ჩვენმა ღირსეულმა ქალაქმა და რაიონმა უნდა უთხრას - არა... მე ვარ ადამიანი, რომლის უდიდესი სიცოცხლის ნაწილი წაიღეს ამ ნაძირალებმა, ესენი ამ საქმეს არ გამოიძიებენ. ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები