25 აპრილი 2024,   14:30
ვრცლად
„ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, აუცილებლად შევცვლით ამ ხელისუფლებას" - გრიგოლ ვაშაძე

„არ ვიქნებოდით ჩვენ იმ მდგომარეობაში, რაც დღეს ვართ, თქვენ რომ არ გქონდეთ ამდენი ერთგულება, სიმამაცე და გამბედაობა. სამუდამო ვალში ვართ შენთან ზუგდიდო" - ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი მიმართვა განმუხურში მიმდინარე შეხვედრაზე, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა.

გრიგოლ ვაშაძემ სიტყვით გამოსვლის დროს, 19 მაისის, შუალედური არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს გამარჯვება სწორედ ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს. გრიგოლ ვაშაძემ ზუგდიდელებს სანდრა რულოვსის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

„ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, აუცილებლად შევცვლით ამ ხელისუფლებას, აუცილებლად გავიმარჯვებთ არა შურისძიებისთვის, არა ანგარიშსწორებისთვის, არა საზოგადოების გაყოფისთვის. გავიმარჯვეთ იმიტომ რომ საქართველო დაეფუძნოს იმას, რაც ქართველისთვის არის ყველაზე მთავარი. კანონის სამართალი, პატივისცემა, თანასწორობა,   ერთიანობა, პროგრესი, ამის გარეშე ჩვენ სახელმწიფოს ვერ გადავარჩენთ. ეს გამარჯვება უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები