19 აპრილი 2024,   22:56
ვრცლად
ზუგდიდიდან დაიწყება საქართველოს გამარჯვება, ძალა ერთობაშია! - სანდრა რულოვსი ამომრჩეველს მიმართავს

„სამწუხაროდ, დღეს ზუგდიდში მეფობს ტერორი, კორუფცია და კრიმინალი,“ - ეს განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ოპოზიციური გაერთიანებიდან ”ძალა ერთობაშია”, სანდრა ელისაბედ რულოვსმა, გააკეთა.

განმუხურში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს სანდრა რულოვსმა იმ მთავარ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც დღეს ზუგდიდელებს აწუხებთ.

სანდრა რულოვსის თქმით, მის წინააღმდეგ ზუგდიდში მიმდინარე კამპანიაში ზუგდიდის საკრებულოს წევრი, გია დანელია არის ჩართული. 

„სამწუხაროდ, დღეს ზუგდიდში მეფობს ტერორი, კორუფცია და კრიმინალი. მერი ლაშა გოგია, წინა მერი, ციხეშია და გვყავს, როგორც მაგალითი მინდა მოვიყვანო სამი ფეოდალი - ერთი არის გია დანელია, საკრებულოს წევრი, რომელმაც ტელეფონით იმაზე კი არ საუბრობს, როგორც ჩვენ მასალაში ვნახეთ, როგორ დაეხმაროს ზუგდიდელს გაჭირვებიდან გამოსვლაში, არამედ იმაზე საუბრობს, რა მეთოდებით უნდა დააშინოს ზუგდიდელები არჩევნების დროს. ის ამბობს, რომ „შენ შენებურად დაამუშავე“, „მე ჩემებურად დავამუშავებ“, 50 ლუს ერთი ხმა, კაროჩე, დავდებთო. ასე, ლაპარაკობს ერთი ფეოდალი. ამაში ჩართავს ზონდერებს, პროვოკატორებს, ტროლებს და ბოტებს.

„მეორე, ფეოდალი, ძიმშეიშვილი, რიყიდან. ესეც საკრებულოს წევრი, სირცხვილი, რომელმაც მიითვისა ათობით ჰექტარი რიყეში და არ აძლევს მოსახლეობას, ვისაც ძროხები ჰყავს, რომ საძოვრად გამოიყენოს იქიდან თუნდაც ნაწილი.

„მესამე, ჩვენთვის ცნობილი ედიშერ თოლორაია, რომელმაც წამართვა მაჟორიტარული მანდატი 2016 წელს. რისთვის სჭირდებოდათ თუ იცით, იმიტომ, რომ ხმა არ ამოეღო ზუგდიდელების დასაცავად პარლამენტში. რისთვის სჭირდებოდა თურმე ეს მანდატი, რომ მისი 50 ნათესავი მუნიციპალიტეტის საშტატო ბალანსზეა, ანუ არის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე და 300 ათას ლარამდე იხარჯება წელიწადში მისი ოჯახის კეთილდღეობისთვის, სირცხვილია.

„არ აინტერესებთ მათ ზუგდიდელების გასაჭირი, სოციალურად დაუცველები, თხილის პრობლემატიკა, გზების გაკეთება, თუმცა ახლა გაახსენდათ, ამ ბოლო კვირებში,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

სანდრა რულოვსის თქმით, ის მზრუნველი მერი იქნება და ქალაქს საერთაშორისო დონეზე გაიცნობს ყველა.

„მე როცა მერი ვიქნები და ნამდვილად გავხდები, იმ ფეოდალების ბედით ნაკლებად დავინტერესდებით, დავინტერესდებით ზუსტად იმ ადამიანების ბედით, ვისზეც ახლა გესაუბრეთ... ბაჩანა შენგელიას, როგორც თქვენ, რომ ზუგდიდს ჰყავდეს ევროპული სტილის მმართველობის მერი, რომ ჰყავდეს მზრუნველი მერი, რომელსაც უყვარს და სჯერა საქართველოსი. რომელიც დაამთავრებს იმ იდეას და გამოაცოცხლებს ანაკლიას და ლაზიკას თქვენთვის, რომ თქვენ იქ დასაქმდეთ, თქვენ იქ იცხოვრებთ და ასეთი ქალაქი გახდება ზუგდიდი, რომ საერთაშორისო დონეზე ყველა მის შესახებ გაიგებს, მე ამაზე ვიზრუნებ, რომ ზუგდიდი გახდეს საერთაშორისო რეპუტაციის მქონე და აქედან დაიწყება სამაგალითო გამარჯვება მთელი საქართველოსთვის,“ - განაცხადა რულოვსმა.

მერობის კანდიდატის თქმით, არ დაუშვებს, რომ პოლიტიკური ნიშნით დაიყოს საზოგადოება და შეეცდება სამუშაო ადგილები შექმნას, რათა ახალგაზრდები ადგილზე დასაქმდნენ.

სანდრა რულოვსის თქმით, ზუგდიდის განვითარება აფხაზებზეც დადებითად აისახება. რულოვსი დარწმუნებულია გამარჯვებაში და ამბობს, რომ 19 მაისს ზუგდიდში ივანიშვილის ხელისუფლება დასრულდება. 

„შეხედეთ ამ ადგილს, უპატრონო, გაჩერებული, გაპარტახებული ბულვარი. თქვენ გახსოვთ ეს ხეები, ბათუმში და აქ, ჩვენ მოვიტანეთ, როცა ივანიშვილს მიაქვს ხეები. არამარტო ხეები მიაქვს ამ კაცს და ამ მთავრობას, ერთ დღეს შეიძლება გავიღვიძოთ ქვეყანაში, რომელიც გააჩუქა რუსეთზე, რომელიც მიითვისა რუსეთმა და ზუსტად ამისთვის ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენს ოჯახში დაიბადა ამ სანაპიროს იდეა, იქ უნდა ყოფილიყო ლაზიკა, დიდი ქალაქი, ერთ ნახევარ მილიონიანი ქალაქი, სიდიდით მეორე ქალაქი საქართველოში. შავი ზღვის მარგალიტი. იქ უნდა ყოფილიყო ანაკლია, ღრმაწყლოვანი პორტი, უნდა ყოფილიყო ბათუმში მაგისტრალი და გზაში საერთაშორისო აეროპორტი. ასეთი იყო ეს იდეა ლაზიკა.

„მინდა აფხაზ დებს და ძმებსაც მივმართო, ამას თქვენთვისაც ვაშენებდით და თქვენ დაინახავთ აუცილებლად, იმიტომ, რომ რაც ჩვენს ოჯახში იხარშება, რაც თქვენთან იდეა დაიბადება, ეს აუცილებლად განხორცილდება და გამოცოცხლდება. აფხაზეთშიც დაინახავენ მომავალს, ჩვენთან ერთად,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

სანდრა რულოვსმა ამომრჩეველთან მიმართვა შემდეგი სიტყვებით დაასრულა - "ზუგდიდიდან დაიწყება საქართველოს გამარჯვება, ძალა ერთობაშია".

 

დღის ამბები