25 აპრილი 2024,   06:15
ვრცლად
ზვიად გამსახურდიას მტრები „ოცნების“ რიგებში - მმართველი პარტია პირველი პრეზიდენტის სახელით სპეკულირებას განაგრძობს

ზვიად გამსახურდიას მტრები „ქართული ოცნების“ რიგებში - მმართველი პარტია პირველი პრეზიდენტის სახელით სპეკულირებას და ვაჭრობას აგრძელებს და ამჯერად ორმაგ სტანდარტებსაც იყენებს.

ზვიად გამსახურდიას დევნაში მონაწილე პირები „ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულები, მათ შორის, არის გია მხეიძე. ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის მასალებში გია მხეიძის წინააღმდეგ 17 ჩვენება დევს. პირველი პრეზიდენტის შვილი, რომელიც წლების განმავლობაში იკვლევდა საკუთარი მამის ბურუსით მოცული მკვლელობის გარემოებებს, ამბობს, რომ გია მხეიძე, ერთ-ერთი იყო. ვინც ზვიად გამსახურდიას დევნის ოპერაციაში მონაწილეობდა,

ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგისა და მისი გარდაცვალების საქმესთან უცნაურად დაკავშირებული პირის გამოყენება, ე.წ. ზვიადისტური ელექტორატისთვის სრულიად არალოგიკურად მიაჩნია პირველი პრეზიდენტის უფროს შვილს. ზვიად გამსახურდიას სახელით პოლიტიკური სპეკულაციები კატეგორიულად მიუღებელია ცოტნე გამსახურდიასთვის. გამსახურდია გია მხეიძეს, არამხოლოდ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებში, არამედ 2016 წლის ზუგდიდში ოპოზიციის დარბევაში ადანაშაულებს.

პირველი პრეზიდენტის შვილმა ზუგდიდის მიმდინარე კამპანიაში ზვიად გამსახურდიას კიდევ ერთი მოწინააღმდეგე ვახო ზარანდია ამოიცნო, რომლიც სანდრა რულოვსის დისკრედიტირებას ცდილობდა.

„ოცნების“ შტაბში ზარანდიას და გია მხეიძის გამოჩენამ ნემო ბურჭულაძეც გააკვირვა, მისთვისაც სრულად გაურკვეველია, რაში დაჭირდა ხელისუფლებას ზვიად გამსახურდიასა და ქართული სახელმწიფოებრიობის მოწინააღმდგეების საკუთარ კამპანიაში ჩართვა.

გია მხეიძე კი, რომლის დღეს ზვიად გამსახრუდიას წინააღმდეგ დაგეგმილ პროცესებში მონაწილეობაში დაადანაშაულეს, ამბობს, რომ ყველაფერი მოუგონეს და მზადაა პირველი პრეზიდენტის შვილებს ყველა კითხვაზე გასცეს პასუხი. ზუგდიდის მერის არჩევნებამდე 4 დღე რჩება და სამეგრელოში ვითარება უკვე უკიდურესად დაძაბულია.

ამავე თემაზე
დღის ამბები