23 აპრილი 2024,   22:45
ვრცლად
ორ დღეში ზუგდიდში ჩვენ ბეჭებზე დავდებთ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს - კობა ნაყოფია

„ორ დღეში ზუგდიდში ჩვენ ბეჭებზე დავდებთ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს,“ - ეს განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანმა, კობა ნაყოფიამ გააკეთა.

განმუხურში ზუგდიდის მერობის კანდიდატის ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს კობა ნაყოფიამ აღნიშნა, რომ ზუგდიდის არჩევნები იქნება ქვეყანაში ცვლილებების დასაწყისი.

„აქედან დაიწყება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. დიდი ამოცანაა წინ, ახლა ყველანი უბნებზე, იქ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა ვიომოთ და არ მივატაცებინოთ ამ ბანდიტებს ჩვენი ზუგდიდელების არჩევანი,“ - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან ერთად ამფითეატრში მოსულ ასობით მხარდამჭერს რულოვსმა სიტყვით მიმართა, საკუთარ საარჩევნო გეგმებზე, ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე ისაუბრა და მთავარი ოპონენტის გამოწვევებს უპასუხა. შეხვედრა ამფითეატრში სიმბოლურად გაიმართა.

ეს ის პროექტია, რომელიც განმუხურის და მთლიანად ანაკლიის განვითარების პროექტის ფარგლებში პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით აშენდა, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დავიწყებული და მიტოვებულია.

დღის ამბები