13 ნოემბერი 2019,   10:45
ვრცლად
ავტომობილი კახათი-ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში შევარდა - დაშავებულია 7 მოსწავლე

ავტოსაგზაო შემთხვევა კახათი-ზუგდიდის ცენტრალურ მონაკვეთზე - ანაკლიიდან მაღალი სიჩქარით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა ცენტრალურ გზაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა და გადაბრუნდა. 

ავტომობილში 7 ადამიანი იმყოფება. გავრცელებული ცნობით, დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და ბოლო ზარს აღნიშნავდნენ. შვიდივე მათგანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული და ექიმები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს ადგენენ. წინასწარი ცნობით, სამი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. 

შემთხვევის თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილს, გადაბრუნების დროს ცეცხლი გაუჩნდა, მისი ჩაქრობა კი ადგილობრივებმა შეძლეს. მათვე აღმოუჩინეს დაშავებულებს პირველად დახმარება.

დღის ამბები