20 აპრილი 2024,   13:14
ვრცლად
17 მაისი - ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოში აქციით არ გააპროტესტებენ

17 მაისს, მაშინ როდესაც მთელს მსოფლიოში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, საქართველოში ჩაგვრას აქციით არ გააპროტესტებენ. თბილისში ამ დღეს მსვლელობას მხოლოდ ოჯახის სიმტკიცის დღეს მიუძღვნიან. 17 მაისს დედაქალაქის მასშტაბით, რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელიც საღამოს სამების ეზოში, დავითიანის კონცერტით დასრულდება.

ოჯახის სიწმინდის დასაცავად, დილიდან მთავრობის კანცელარიასთან პოლიტიკური ორგანიზაცია ”ალტერნატივა საქართველოსთვის” შეიკრიბება, მთავარ გამზირზე მსვლელობას გეგმავს "ქართული მარშიც". ლიდერები ხვალინდელი მსვლელობის ფარგლებში პროვოკაციულ ეპიზოდებს არ გამორიცხავენ და ამბობენ, რომ თუკი ვინმე მათ ხელს შეუშლის, დასჯიან.

17 მაისის მოკრძალებულად აღნიშვნას "თანასწორობის მოძრაობა". შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, მათ საჯარო დემონსტრაციების ნაცვლად გადაწყვიტეს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე დედაქალაქში საინფორმაციო პოსტერების გამოფენით აღენიშნათ, მაგრამ მათი ინიციატივა ცენზურას ემსხვერპლა.

სახალხო დამცველის შეფასებით, წელს 17 მაისს ლგბტ თემის გამოხატვის თავისუფლება განსაკუთრებით იზღუდება.

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების გაუქმება გააკრიტიკეს დიპლომატიურ კორპუსში. საფრანგეთის ელჩს მიაჩნია, რომ ლგბტ თემის გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფომ უნდა დაიცვას.

17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე საქართველოში უკვე წლებია სხვადასხვა აქციებითა და მსვლელობებით აღინიშნება. 

დღის ამბები