29 მაისი 2020,   02:54
ვრცლად
გამოკითხული მოსახლეობის 69%-ის აზრით, საქართველო არასწორ გზას ადგას - Ipsos-ის კვლევა

როგორი მიმართულებით მიდის ქვეყანა? – კომპანია "იპსოსმა" კვლევა საქართველოს მასშტაბით, რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩაატარა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის მკვეთრი უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველო არასწორ გზას ადგას. ამ პოზიციას გამოკითხულთა 69% იზიარებს.

მხოლოდ 20% ფიქრობს, რომ ქვეყანას სწორი გეზი აქვს აღებული.

საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში საუბარია მოსახლეობის განწყობებზე პოლიტიკური პარტიების მიმართ. კვლევის მიხედვით, ივანიშვილის ნეგატიური რეიტინგი პიკს აღწევს. გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობის აზრით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს.

იპსოს“-ის კვლევა შეეხო ასევე პოლიტიკოსთა გავლენებს, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებაში ყველაზე დიდი გავლენით "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერ კახი კალაძე სარგებლობს.

გამოკითხულთა 29% ყველაზე დიდ გავლენას, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიაწერს. 28% კი ასახელებს შს მინისტრ გიორგი გახარიას.

ამავე თემაზე
დღის ამბები