19 აპრილი 2024,   12:34
ვრცლად
მოსახლეობა მთავარ გამოწვევად დასაქმებას, ეკონომიკას და ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს - Ipsos-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევა

ქვეყნის მთავარ გამოწვევად დასაქმება სახელდება - საზოგადოებრივი აზრის კვლევა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით კომპანია Ipsos-მა ჩაატარა.

მთავარ გამოწვევად სახელდება ეკონომიკა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, სოციალურად დაუცველებსა და პენსიონერებზე ზრუნვა, განათლება, მეცნიერება და ჯანდაცვა.

მთავარი გამოწვევების პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად განაწილდა:

დასაქმება 71 %

ეკონომიკა 53 %

ტერიტორიული მთლიანობა 35%

სოციალურად დაუცველებსა და პენსიონერებზე ზრუნვა - 31%

განათლება და მეცნიერება - 19%

ჯანდაცვა 17%

ადამიანის უფლებები - 9 %

საგარეო ურთიერთობები - 9%

უსაფრთხოება - 4%.

საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში საუბარია მოსახლეობის განწყობებზე პოლიტიკური პარტიების მიმართ.

პარტიების რეიტინგებთან ერთად, „იპსოს“-ის კვლევა შეეხო ასევე პოლიტიკოსთა გავლენებს, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებაში ყველაზე დიდი გავლენით "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერ კახი კალაძე სარგებლობს.

გამოკითხულთა 29% ყველაზე დიდ გავლენას, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიაწერს. 28% კი ასახელებს შს მინისტრ გიორგი გახარიას.

დღის ამბები