24 აპრილი 2024,   13:23
ვრცლად
უმძიმესი სოციალური ფონია და ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი გვყავს, ეს იწვევს ამ კრიტიკულ განწყობებს - ეკა ბესელია

პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის რეიტინგის საგრძნობ ვარდნას, ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს უკავშირებს 

ეკა ბესელიას თქმით, ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილის მიერ გახმოვანებული განცხადებები საზოგადოების აზრს რადიკალურად ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ, დეპუტატის შეფასებით, მოსახლეობა უკმაყოფილოა მმართველი გუნდის მიერ გატარებული პოლიტიკით.

„ეს საპირისპირო მოქმედებები, რომელიც გამოიხატა პირველ რიგში, სამართლიანობის კუთხით, სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილებების, არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და ეკონომიკური კუთხით, რომ უმძიმესი სოციალური ფონია და ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი გვყავს, ეს იწვევს ამ კრიტიკულ განწყობებს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვისაც ელემენტარულად ესმის, რა არის პოლიტიკური პროცესი, ამ უკმაყოფილების და არასწორი მართვის მოდელის ფონზე, მესამე არჩევნები მოიგოს მმართველმა პარტიამ, საპარლამენტო არჩევნებს ვგულისხმობ, მგონია, რომ ცვლილებების დროა.

„თავად თქვა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ის არის ამ სამართლიანობის განსჯის პროცესში იმ მხარეს, სადაც საზოგადოებამ თქვა, რომ ეს არის წარსული, ეს ცუდია და უარი თქვა და ამის გამართლების პოზიციაზე დადგა, მე მგონი, ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტია და ფაქტორია, ნეგატიური განწყობების. სამწუხაროდ, მან ეს გზა აირჩია,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

Ipsos-მ კვლევა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით, მთელი საქართველოს მასშტაბით  შეასრულა. მასში საუბარია მოსახლეობის განწყობებზე პოლიტიკური პარტიების მიმართ.

პარტიების რეიტინგებთან ერთად, Ipsos-ის კვლევა შეეხო ასევე პოლიტიკოსთა გავლენებს, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებაში ყველაზე დიდი გავლენით "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერ კახი კალაძე სარგებლობს.

გამოკითხულთა 29% ყველაზე დიდ გავლენას, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიაწერს. 28% კი ასახელებს შს მინისტრ გიორგი გახარიას.

ამავე თემაზე
დღის ამბები