25 აპრილი 2024,   15:49
ვრცლად
"ყველა არის შვებულებაში" - ირაკლი ზარქუა, წინასაარჩევნოდ, ხელისუფლების წარმომადგენლების ზუგდიდში ყოფნას ეხმაურება

ყველა არის შვებულებაში და ამის გადამოწმება თქვენ არ გაგიჭირდებათ - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ზუგდიდში მობილიზებული"ქართული ოცნების" წარმომადგენლებზე საუბრისას გააკეთა.

იქ იმყოფებიან როგორც პარლამენტის დეპუტატები, ასევე საკრებულოს წევრები.

ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები შვებულებაში იმყოფებიან და ისინი კანონს არ არღვევენ. 

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა გაიმარჯვოს სამეგრელოში და ჩვენ ვიმარჯვებთ. ყველა არის შვებულებაში და ამის გადამოწმება თქვენ არ გაგიჭირდებათ. ეს წინა რეჟიმის დროს იყო, როდესაც კანონს ფეხქვეშ თელავდნენ. ასე, რომ ყველამ რომ იცოდეს, ვინც აქ ჩართულია თანამდებობის პირი და მეც თანამდებობის პირი გახლავართ, ყველა ვართ შვებულებაში, არც ერთი არ ვსარგებლობთ სახელმწიფო მანქანებით, ყველა ვართ ჩამოსული ან ნათესავის მანქანით, ან პირადი მანქანით. ასე, რომ შეგიძლიათ მარტივად გადაამოწმოთ. ზოგიერთი ტელევიზია და ზოგიერთი წარმომადგენელი როცა სიცრუეს ტირაჟირებს, ჩვენ ჩავდივართ და ვეუბნებით რეალობას ხალხს,“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ზუგდიდში იმყოფება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძეც, რომელიც აცხადებს, რომ ის არჩევნების პროცესში მონაწილეობას, როგორც დამკვირვებელი და საარჩევნო უბნების წარმომადგენელი, ისე აპირებს.

„მაქვს გამზადებული ბეიჯი და შეგიძლიათ მობრძანდეთ და ნახოთ არჩევნების დღეს“ - აღნიშნა კობალაძემ.

  

ამავე თემაზე
დღის ამბები