21 აგვისტო 2019,   10:03
ვრცლად
ცხელ შემოდგომას და ზაფხულს ველი... საპროტესტო მუხტი საკმაოდ მაღალია - დავით ჭიჭინაძე

„საკმაოდ, ცხელი შემოდგომა გვექნება,“ - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.

ჭიჭინაძე Ipsos-მ კვლევის შედეგებს ეხმაურება, სადაც პოლიტიკური პარტიების მიმართ მოსახლეობის განწყობებზეა საუბარი.

დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაცილებით „ცხელი“ ზაფხული და შემოდგომა იქნება.

„ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ თავისი თავი ამოწურა და საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი საკმაოდ მაღალია.

„2020-ს არ ველოდები, 2019 შემოდგომას, ვფიქრობ, საკმაოდ, ცხელი შემოდგომა გვექნება, ზაფხულიც ცხელი გვექნება, იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამოწურა, პრაქტიკულად, ჭიათურაში დავდივარ ყოველ დღე და მე ვხედავ იმ განწყობას, რაც არის რეალურად საზოგადოებაში და საპროტესტო მუხტი საკმაოდ მაღალია,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

Ipsos-მ კვლევა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით, მთელი საქართველოს მასშტაბით  შეასრულა. მასში საუბარია მოსახლეობის განწყობებზე პოლიტიკური პარტიების მიმართ.

პარტიების რეიტინგებთან ერთად, Ipsos-ის კვლევა შეეხო ასევე პოლიტიკოსთა გავლენებს, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებაში ყველაზე დიდი გავლენით "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერ კახი კალაძე სარგებლობს.

გამოკითხულთა 29% ყველაზე დიდ გავლენას, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიაწერს. 28% კი ასახელებს შს მინისტრ გიორგი გახარიას.

ამავე თემაზე
დღის ამბები