19 აპრილი 2024,   13:30
ვრცლად
„გაფრთხილება არის უკანასკნელი,“ - მერიამ საბავშვო ბაღების საკვებით მომმარაგებელ კომპანიას შესაძლოა, კონტრაქტი შეუწყვიტოს

საბავშვო ბაღების საკვებით მომმარაგებელ კომპანიას შესაძლოა მერიამ კონტრაქტი შეუწყვიტოს. განცხადება დედაქალაქის მერის მოადგილემ გააკეთა. ილია ელოშვილმა კომპანია „ნილს“ უკანასკნელი გაფრთხილება მისცა და აღნიშნა, რომ მომავალში მცირედ გადაცდომასაც კი რეაგირება და ხელშეკრულების შეწყვეტა მოჰყვება.

„ადგილი ჰქონდა ძალიან სერიოზულ გადაცდომებს, რაც გამოიხატება რიგ შემთხვევაში დაგვიანებით პროდუქტის მიწოდების, ხოლო ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ მიტანით. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გამოვიყენეთ ყველა შიდა რესურსი, ნაშთები და ასევე კომპანია „ნილმაც“ იზრუნა იმისთვის, რომ მომხდარიყო შესაბამისი პროდუქტების ან ჩანაცვლება შიდა ნაშთებიდან, იმგვარად, რომ ამ ფაქტებს გავლენა არ ჰქონოდა ბავშვების კვებაზე. გაფრთხილება არის უკანასკნელი მათ მიმართ. ორშაბათიდან მცირედი გადაცდომაც კი, მიუხედევად იმისა, თუ რა დოზით და რა გადაცდომა იქნება ეს, დაუყოვნებლივ გამოიწვევს რეაგირებას და მოხდება მათთან ხელშეკრულების გაწყვეტა,“- განაცხადა ელოშვილმა.

დღის ამბები