20 აპრილი 2024,   10:30
ვრცლად
კახეთში აკურის საჯარო სკოლის მოსწავლეები, საავადმყოფოში გადაიყვანეს

კახეთში, აკურის საჯარო სკოლის მოსწავლეები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამი მეშვიდეკლასელი კლინიკაში 112-ის ბრიგადამ ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსა. მათ პირველადი დახმარება ექიმებმა უკვე გაუწიეს და უახლოეს საათებში სახლში გაეწერებიან.

რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი, ჯერჯერობით დაუდგენელია.

სკოლის დირექტორი გაზით მოწამვლას გამორიცხავს. ნანა ქევხიშვილი ირწმუნება, რომ უცნაური სუნი საკლასო ოთახში ფანჯრიდან შევიდა, რამაც მოსწავლეებში პანიკა გამოიწვია.

ადგილის შესწავლას შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ.

დღის ამბები