20 აპრილი 2024,   17:07
ვრცლად
საქართველო ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღის მიღმა დარჩა

საქართველო ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღის მიღმა. დღეს საქართველოში ერთადერთი ოჯახის სიწმინდის დღე იყო, რომელიც აღინიშნებოდა.

თანასწორობისთვის მებრძოლმა აქტივისტებმა დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ყველა აქტივობა გააუქმეს, ერთადერთი, რითაც საქართველო დღეს მსოფლიოს შეუერთდა, ბარათაშვილის ხიდზე გამოფენილი ფერადი დროშა იყო.

ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად დედაქალაქის მთავარ გამზირზე რამდენიმე მსვლელობა პოლიტიკურმა და არასამთავრობო ორგანიზაციამაც გამართა.

ოჯახის სიწმინდის დღის მთავარი მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მოეწყო. გზად მსვლელობას სხვადასხვა ჯგუფი უერთდებოდა.

კოლონას, რომელიც სამებაში მივიდა, საქართველოს პატრიარქი დახვდა. დღე ტაძრის ეზოში კონცერტით დასრულდა.

17 მაისის აღნიშვნა, როგორც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე, ბოლო წლების განმავლობაში თითქმის ყოველთვის დაპირისპირებით სრულდება.

ამიტომ თანასწორობის მოძრაობამ ქალაქში მხოლოდ საინფორმაციო ბანერების გამოფენა გადაწყვიტა, თუმცა ამის განხორცილებაც შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ სახალხო დამცელი და დიპლომატიური კორპუსი ფიქრობს, რომ წელს 17 მაისს ლგბტ თემის უფლებები განსაკუთრებით შეილახა.

დღის ამბები