16 სექტემბერი 2019,   19:22
ვრცლად
თბილისში ფიჭვები გახმა - დედაქალაქი შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს

თბილისი მარადმწვანე ხეების გარეშე რჩება. დაავადება ქერქიმჭამია ფიჭვებს უკვე წლებია, ანადგურებს. ჟანგისფერი ფიჭვებიდან დაავადება ვირუსულად ვრცელდება და ჯანმრთელ ხეებსაც აფუჭებს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თბილისის მერიამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა 3 წლის დაგვიანებით დაიწყო, მაშინ, როდესაც მათი გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო.

მოჭრილი ფიჭვები დედაენის ბაღის მთელ ტერიტორიაზე უკვე 2 კვირაა, დაყრილია. სპეციალისტები ამბობენ, რომ მოჭრილი და მიტოვებული დაავადებული ხე გარშემო სხვა ჯიშის მწვანე ნარგავებს უფრო სწრაფად ანადგურებს. ამის გამო კი დედაქალაქ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას.

გარემოზე მიყენებული ზიანის გარდა, უყურადღებოდ დატოვებული მოჭრილი ხეები ხელს პარკში არსებულ ინფრასტრუქტურასაც უშლის. მორები ყრია საბავშვო სკეიტმოედანზე, სკამებსა და ფეხით მოსიარულეთა ბილიკებზე. მიტოვებული ფიჭვები პრობლემას უქმნის გარევაჭრობასაც.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ამბობს, რომ დედაენის ბაღში ხეები არ ყრია და სანიტარული ჭრის დასრულების შემდეგ მოჭრილი ნარგავები დაუყოვნებლივ გააქვთ.

დაავადებული ნარგავების სანიტარული ჭრა 6 თვის წინ დაიწყო. მერიის ინფორმაციით, ფიჭვების 90 პროცენტი დაავადებულია, 16 ათასი მრავალწლოვანი ხე კი უკვე მოიჭრა.

დღის ამბები