17 სექტემბერი 2019,   15:30
ვრცლად
ხმაური ზუგდიდში - "ოცნების“ აგენტ პროვოკატორებმა სანდრა რულოვსის შეხვედრის ჩაშლა სცადეს

ცოტა ხნის წინ ისევ ხმაური იყო ზუგდიდში. „ქართული ოცნების“ აგენტ პროვოკატორებმა სანდრა რულოვსის შეხვედრის ჩაშლა სცადეს.

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი თაბუკაშვილის ქუჩაზე დევნილთა დასახლებას ეწვია და არსებულ რთული პრობლემებზე მოსახლეობას ესაუბრებოდა, სწორედ ამ დროს მივიდნენ შეხვედრაზე აგენტ პროვოკატორები.

სანდრა რულოვსთან შეხვედრაზე მისულები ამბობენ, რომ პირი, რომელმაც შეხვედრის ჩაშლა სცადა, პროვოკატორი იყო თუმცა, ისინი მას არ იცნობენ.

„100-ლარიანი პროვოკატორი, ფულს მისცემენ 100 ლარს და ასე დადიან და შლიან სანდრას შეხვედრებს,“ - ამბობს ერთ-ერთი ამომრჩეველი.

სანდრა რულოვსის თქმით, პროვოკაციის მოწყობის მცდელობის მიუხედავად, მოსახლეობასთან შეხვედრა მაინც შედგა.

„მოვიდა ერთი პროვოკატორი, ატეხა ერთი ამბავი, მაგრამ ხალხს ძალიან სწორი რეაქცია ჰქონდა და თვითონ მიხედეს ამ ქალბატონის გასვლას ამ შეხვედრიდან. საუბარი მაინც შედგა დევნილ მოსახლეობასთან და ჩვენ მოვეფერეთ ერთმანეთს და დავპირდით, რომ ერთმანეთის იმედი გვექნება კვირას,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

დღის ამბები