16 სექტემბერი 2019,   19:17
ვრცლად
ფიზიკური ძალადობა ცოლსა და გერზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით - დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი 

სამართალდამცველებმა ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. შინაგანს საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით, დაკავებულია 1983 წელს დაბადებული მამაკაცი. 

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.გ.-მ მიმდინარე წლის 11 მაისს, თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ცემის შედეგად სხეულზე დაზიანებები მიაყენა მეუღლეს - ვ.ო.-ს და ასევე, იძალადა არასრულწლოვან გერზე.

პოლიციის გამოძახების გამო განაწყენებული გ.გ. მეუღლესა და მეუღლის დედას - ს.ო.-ს მათი კუთვნილი მაღაზიის გადაწვით, ხოლო არასრულწლოვან გერს - სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური ნიშნით ჩადენილ მუქარის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 11 პრიმა 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები