13 დეკემბერი 2019,   17:55
ვრცლად
ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ოჟიოში მოხდა.
დაშავებულს ჭრილობები თანასოფლელმა ბასრი საგნით მუცელსა და ზედა კიდურის არეში მიაყენა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ავტომობილი კი, რომელსაც დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა, რის შემდეგაც დაზარალებულს უკვე 112-ის ბრიგადა დაეხმარა. ამ დროისთვის მას შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.

მომხდარს სამართალდამცავები სწავლობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დღის ამბები