18 ივნისი 2019,   07:49
ვრცლად
ისტორიული არჩევნები ავსტრალიაში - მოსახლეობა არჩევანს "ლიბერალ-ნაციონალურ" კოალიციასა და "ლეიბორისტულ პარტიას" შორის აკეთებს 

ავსტრალიაში ისტორიული საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 7 ათასზე მეტი უბანი მთელი ქვეყნის მასშტაბით დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს 6-ზე დაიხურება. მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, მემარჯვენე ცენტრისტების "ლიბერალნაციონალური" კოალიციის 6 წლიან მმართველობას გაახანგრძლივებს თუ აირჩევს მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებას, მემარცხენე ცენტრისტების "ლეიბორისტულ პარტიას".

წინასაარჩევნო გამოკითხვებით, ხელისუფლებაში დაბრუნებას ოპოზიციას უწინასწარმეტყველებენ, რომელმაც საარჩევნო პროგრამაში მთავარ საკითხებად კლიმატის ცვლილება და საგადასახადო რეფორმა შეიტანა. არჩევნების წინასწარი შედეგები დღეს საღამოსვე გახდება ცნობილი.

დღის ამბები