19 ივნისი 2019,   00:08
ვრცლად
წყალტუბოში საკრებულოს ოპოზიციის კანდიდატის საარჩევნო ბანერი მოიპარეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საკრებულოს დეპუტატობის ოპოზიციის კანდიდატის, ზაურ ქაშიბაძის საარჩევნო ბანერი მოიპარეს. „ევროპული საქართველოს“ წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარის, სევერიან გორდულაძე ქურდობაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ბანერი ქუჩაში 10 მეტრის სიმაღლეზე იყო დამაგრებული და სპეცტექნიკის გარეშე ვერ ჩამოხსნიდნენ.

Image may contain: 1 person

გორდულაძის თქმით, საარჩევნო კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს. მისი განცხადებით, ოპოზიციის მომხრეებს აშინებენ და არჩევნებზე მისვლას უკრძალავენ.

წყალტუბოში შუალედური არჩევნები გუმბრის თემში ტარდება. ამომრჩეველმა საკრებულოს წევრი უნდა აირჩიოს. სულ 12 კანდიდატია დარეგისტრირებული. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიცია.

დღის ამბები