16 აპრილი 2024,   19:23
ვრცლად
მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა საარჩევნო კამპანია ველომსვლელობით დაასრულა

პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ”სამოქალაქო მოძრაობიდან” ლევან იოსელიანმა, საარჩევნო კამპანია ველომსვლელობით დაასრულა. იოსელიანმა დაპირებებსა და პრიორიტეტებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბუნების მოვლა და ეკოლოგიაა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩევლებს 19 მაისს აქტიურობისკენ მოუწოდა.

"დღევანდელი ჩვენი ველოგარბენით ვასრულებთ ჩემს საარჩევნო კამპანიას და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მთელი ჩემი კამპანია მივუძღვენი ისეთი პრობლემების წინ წამოწევას, როგორიც არის ეკოლოგია, როგორიც არის გამწვანება. ჩვენ არ ვაკრავდით პლაკატებს და ვრგავდით ხეებს. შესაბამისად, დღევანდელი დღეც ველოგარბენი იქნება მესიჯი ყველასთვის, რომ დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით და ნაკლებად დაამახინჯონ ქალაქი,"-განაცხადა პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ”სამოქალაქო მოძრაობიდან” ლევან იოსელიანმა. 

დღის ამბები