24 აპრილი 2024,   17:55
ვრცლად
ავსტრიის ვიცე-კანცლერის სკანდალი - ჰაინც კრისტიან შტრახე თანამდებობას ტოვებს

სკანდალში გახვეული ავსტრიის ვიცე-კანცლერი თანამდებობას დატოვებს. ჰაინც კრისტიან შტრახე გადადგომის შესახებ განცხადებას ქვეყნის კანცლერის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

მედიაში გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერის გამო სებასტიან კურცმა პოლიტიკოსთან მუშაობის გაგრძელება კატეგორიულად გამორიცხა.

მასალა 2017 წელს იბიცაზეა გადაღებული, სადაც შტრახე თანაშემწესთან ერთად, რუსი ოლიგარქის ოჯახის წევრს ხვდება.

ფარულ ჩანაწერში რუსი ქალი მას არჩევნებში გამარჯვებაში დახმარებას ჰპირდება, სანაცვლოდ კი ხელსაყრელ კონტრაქტს და გავლენიანი მედია გამოცემის 50 პროცენტიანი წილის შესყიდვის უფლებას ითხოვს.


ამავე თემაზე
დღის ამბები