26 აპრილი 2024,   00:33
ვრცლად
ევროკავშირი ევროპას კლავს - მარინ ლე პენი

მარინ ლე პენს მიაჩნია, რომ ევროკავშირი ევროპას კლავს. განცხადება საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის ლიდერმა მილანში, დაგეგმილი მსვლელობის წინ გააკეთა.

ლე პენმა ევროკავშირი ციხის სისტემას შეადარა, რომელიც არადემოკრატიულია და მხოლოდ დაშინებისკენაა მიმართული. პრესკონფერენციაზე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა ევროპარლამენტის დეპუტატობის კანდიდატიც პარიზიდან, რომელიც ნაციონალისტებმა კამპანიის ლიდერად აირჩიეს.

ევროპარლამენტის არჩევნები 23-დან 26 მაისის ჩათვლით გაიმართება.


დღის ამბები