25 აპრილი 2024,   16:48
ვრცლად
სროლა ზუგდიდში 87-ე საარჩევნო უბანთან - ენმ-ს დამკვირვებელმა იმ პირის გადაღება მოასწრო, ვინც მისი დაშინება სცადა

ზუგდიდში 87-ე საარჩევნო უბანთან, ე.წ. ფაიფურის დასახლებაში სროლის ხმა ისმოდა. გასროლა იმ დროს მოხდა, როცა გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელი, ზოია ქვარცხავა მანქანიდან გადმოვიდა და საარჩევნო უბანზე შესვლას გეგმავდა. მისი ყურადღება შეიარაღებულმა მამაკაცმა მიიქცია, რომელიც უბნის შესასვლელთან მოძრაობდა.

ზოია ქვარცხავა ამბობს, რომ მამაკაცმა მისი გამოჩენისთანავე ჰაერში ისროლა. დამკვირვებელმა იმ ავტომობილის ფოტოსურათის გადაღება მოასწრო, რომლითაც შეირაღებული პირი გადაადგილდებოდა. ფოტოზე კარგად ჩანს ავტომობილის ნომერი.

ერთ-ერთი ვერსიით, იგივე ავტომანქანა ფიგურირებს საოლქო კომისიიდან სიების გატანის საქმეშიც, სავარაუდოდ სწორედ ამ მანქანით გადაადგილდებოდნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და საარჩევნო კომისიის წევრები, როცა მათ სიები უკან დააბრუნეს.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ამ დროისთვის ზუგდიდის პოლიციის შენობაში ჩვენების მისაცემად მივიდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები