22 აგვისტო 2019,   05:43
ვრცლად
დაუშვებელია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოვლენის საკითხები-ომბუდსმენი

საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი სამართალდამცავ უწყებებს საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ თითოეულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების ჩატარებისკენ და გამოძიების შედეგების თაობაზე საზოგადოების დროული ინფორმირებისკენ მოუწოდებს.

"უკანასკნელ პერიოდში, ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა ძალადობრივი ინციდენტის, მხარეებს შორის დაპირისპირების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის, მოქალაქეთა ნებაზე ზეგავლენისა და ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო შემთხვევების თაობაზე, რაც პირდაპირ ნეგატიურ გავლენას ახდენს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაზე,"- წერია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში, 19 მაისს, სხვადასხვა პოლიტიკური ძალა მხარდამჭერთა მობილიზაციას გეგმავს, რაც თავის მხრივ არსებული სიტუაციის უფრო მეტად გამწვავების რისკებს ზრდის.

"დაუშვებელია, სხვა მნიშვნელოვან ასპექტებთან ერთად, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოვლენის საკითხები,“ - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები