18 აპრილი 2024,   20:21
ვრცლად
შუალედური არჩევნები - ცენტრალური საარჩევნო კომისია მთელი დღის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში იმუშავებს  

ცენტრალური საარჩევნო კომისია მთელი დღის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.  არჩევნები დღეს ქვეყნის მასშტაბით 410 საარჩევნო უბანზე ტარდება, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 400 ათასზე მეტი ამომრჩეველი. 

ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა უბანი, სადაც არჩევნები ტარდება, დროულად გაიხსნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რაიმე ტიპის დარღვევასთან დაკავშირებით, ინფორმაცია შესული არ არის. 

„წყალტუბოსა და ტყიბულის, 8 საარჩევნო უბანზე, იქ სადაც ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის შემდეგო ეტაპი ხორციელდება, ამომრჩევლები, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მონაწილეობენ არჩევნებში. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან დაეხმარონ და დამატებითი ინსტრუქტაჟი გაუწიონ თითოეულ ამომრჩეველს აღნიშნულ პროცესში. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მოხედვით, დღეს კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია, ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში, გარდა ამისა აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული, საზოგადოებრივი აზრის, გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე“ - განაცხადა ანა მიქელაძემ. 

დღის ამბები