25 აპრილი 2024,   14:47
ვრცლად
ქვეყანაში სტაბილურობის საფუძველია თავისუფალი არჩევნები - დავით ბარქაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

ქვეყანაში სტაბილურობის საფუძველია თავისუფალი არჩევნები - ეს განცხადება დავით ბაქრაძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა. მან ხმა მთაწმინდაზე, #27 უბანზე მისცა. „ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით მან დღეს არჩევანი გააკეთა იმ კანდიდატზე, რომელიც მისი შეფასებით სამართლიანობის გარანტი იქნება პარლამენტში. დავით ბაქრაძის განცხადებით ერთადერთი პრობლემა, რამაც შეიძლება  მშვიდ და სტაბილურ ვითარებას ხელი შეუშალოს, ეს არის ხელისუფლების მცდელობა გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე.

„ხალხს სჭირდება უკეთესობა, სჭირდება წინსვლა, სჭირდება მოგვარებული პრობლემა. მაგრამ თავისით არაფერი არ კეთდება და არ კეთდება და ცვლილებების გზა გადის არჩევნებზე. ამიტომ მე  დღეს მხარი დავუჭირე ცვლილებებს, მე მხარი დავუჭირე ადამიანს, რომლისაც მჯერა რომ ის იქნება კანონის, სამართლის და წესიერების გარანტი საქართველოს პარლამენტში. მთავარი პრობლემა სტაბილურობისთვის  არის ხელისუფლების მცდელობა გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგზე ზეწოლის, დაშინების, ძალადობის, ცემა-ტყეპის მოსყიდვის შედეგად. ამიტომ ხელისუფლებამ და ყველამ ჩვენ მასთან ერთად, უნდა კარგად გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში სტაბილურობის საფუძველია თავისუფალი არჩევნები,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.  

 

დღის ამბები