25 აპრილი 2024,   15:44
ვრცლად
"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა  

"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ საკუთარი არჩევანი მთაწმინდის მეხუთე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ალსანიას განცხადებით, ის მხარს “ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატ შალვა შავგულიძეს უჭერს. საარჩევნო პროცესში მონაწილეობისთვის მისი თქმით, ის სპეციალურად ამერიკიდან ჩამოვიდა. 

„შალვა შავგულიძე არის ის ადამიანი, ის ღირსეულ კაცი, რომელმაც ყოველთვის იცოდა და ეცოდინება როგორ უნდა დაუდგეს მეგობრებს გვერდში. ყოველთვის იყო  იქ, სადაც სჭირდებოდა მეგობრებს, იღებდა ღირსეულ გადაწყვეტილებებს და მეც სპეციალურად ჩამოვედი დღეს თბილისში, აქ არ ვიყავი, რომ დავუდგე შალვას გვერდში, მას სჭირდება დღეს მხარდაჭერა“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის, მმართველი პარტიიდან ლადო კახაძე იბრძვის. 

დღის ამბები