20 აპრილი 2024,   09:04
ვრცლად
ჩვენ ნება დართული გვაქვს ამისი, დარეკილია იქ ზემდგომებში, ყველას უკავია ეს სიები-"ოცნების" კოორდინატორები უბნებთან ამომრჩეველს აღრიცხავენ

ამომრჩევლის ნების კონტროლის ტრადიციულ ხერხზე უარი მმართველმა პარტიამ არც ამჯერად თქვა. ზუგდიდში თითქმის ყველა უბანზე კოორდინატორები სიებით ხელში დღესაც დგანან და მისულ ამომრჩეველს აკონტროლებენ.

კოორდინატორებს დასურათებული სიები აქვთ. ისინი არ მალავენ, რომ ადგილზე "ქართული ოცნების" დავალებით იმყოფებიან. კოორდინატორები აცხადებენ, რომ ისინი უკანონოს არაფერს აკეთებენ და უბრალოდ აკონტროლებენ მიდიან თუ არა საარჩევნო უბანზე მათი მხარდამჭერები. 

„ამის უფლება გვაქვს. დაბეჭდილი სიებია, საარჩევნო. ჩვენ ნება დართული გვაქვს ამისი. დარეკილია იქ ზემდგომებში და იციან, რომ ეს სიები წარდგენილია. ყველას უკავია, შეიძლება ამის დაკავება,“-აცხადებს ერთ-ერთი კოორდინატორი. 

#14 საარჩევნო უბანზე, სადაც ამ წუთებშიც იმყოფებიან "ოცნების" კოორდინატორები, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაიაც მივიდა. მისი თქმით, ადგილზე უკანონო არაფერი არ ხდება და კოორდინატორებს ამომრჩეველთა აღირცხვის უფლება აქვთ. 

დღის ამბები