24 აპრილი 2024,   14:09
ვრცლად
"ხო უნდა მომშორდე ახლა..."  - ზესტაფონში, კოორდინატორები ამომრჩეველს სპეციალურ დავთარში აღრიცხავენ 

ზესტაფონში, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველს სპეციალურ სიაში აღრიცხავენ. „კურიერის“ ჟურნალისტის კითხვაზე, რა მიზნით, იმყოფებიან კოორდინატორები უბნებზე - პასუხი ტრადიციულია, ისინი ამბობენ, რომ ადგილზე დილიდან ხმის მისაცემად იმყოფებიან.

საარჩევნო უბნებთან დგანან პირები, რომლებიც თავს აგიტატორებს უწოდებენ. მათ აქვთ ამომრჩევლების დასურათებული სიები აქვთ და აკონტროლებენ, ვინ მიდის არჩევნებზე.

კოორდინატორები არ მალავენ, რომ ისინი მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან.

„აგიტატორი ვარ... არ გვაქვს სიები... ხმის მისაცემად ვართ მოსული და ამიტომ გთხოვთ, ახლა მიბრძანდით გენაცვალე, არ ვარ აგრესიული. ხო უნდა მომშორდე ახლა.. არ ვიმყოფები დილიდან, ახალი მოსული ვარ შვილო“ - ამბობს ერთ-ერთი კოორდინატორი.

ზესტაფონში, ხმის მიცემის პროცესი, დაახლოებით 2 საათია რაც მიმდინარეობს. ხმის მიცემის პროცედურა აქ 53 საარჩევნო უბანზე ხორციელდება. საერთო ჯამში, ფიქსირებულია 55 ათასი ამომრჩეველი. ზესტაფონს 16 მერობის კანდიდატი ჰყავს.

 

 

დღის ამბები