23 აპრილი 2024,   21:31
ვრცლად
მოქალაქე, რომელიც არჩევნების გაყალბების ფაქტს გაასაჯაროვებს, "რუსთავი 2"-გან 1000 ლარს მიიღებს

არჩევნების გაყალბების ფაქტის გასაჯაროებისთვის "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი მზად არის 1000 ლარი გადაიხადოს. ნიკა გვარამიას თქმით, თანხა მოქალაქეს უკანონობის სატელევიზიო ეთერში დადასტურების შემთხვევაში გადაეცემა. 

„ყველა ადამიანს, ვის მოსყიდვასაც შეეცდებიან, ვისაც წაართმევენ პასპორტს, ან სხვაგვარად შესთავაზებენ არჩევნების გაყალბებას, „რუსთავი 2“ სთავაზობს 1000 ლარიან ჯილდოს ამის გაცხადებისთვის. ყველა ადამიანი, რომელიც ეთერში მოიტანს ინფორმაციას დაადასტურებს რაიმენაირი ფორმით, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა არჩევნების გაყალბების მიზნით, რომ არჩევნები ყალბდება მისი მეშვეობით, ნებისმიერ ფორმით, ეს ადამიანი მიიღებს ჯილდოდ 1000 ლარს "რუსთავი 2"-სგან "- განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

დღის ამბები