20 აპრილი 2024,   15:12
ვრცლად
"გამოიძიოს შსს-მ, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს" - თინა ბოკუჩავა თალაკვაძის მიერ წარმოდგენილ აუდიოჩანაწერზე საუბრობს 

გამოიძიოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, არაფერი დასამალი არ გვაქვს - ამ განცხადებით, თინა ბოკუჩავამ უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას უპასუხა.   

არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მათ ხელთ ჩაუვარდათ აუდიოჩანაწერი, სადაც საუბარია 2 ქალბატონს შორის. ისინი აუდიოჩანაწერში საუბრობენ, თუ როგორ უნდა მოხდეს არეულობა და დესტაბილიზაციის მცდელობა ქვეყანაში. 

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ჩანაწერში მონაწილე პირებს გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან არანაირი კავშირი არ აქვთ. 

„მრავალი წელია ჩვენ გვესმის  ეს სრულიად აბსურდული განცხადებები წინასაარჩევნოდ, რომლებიც, რა თქმა უნდა, შემდგომ არ დასტურდება და ვერც დადასტურდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოიძიოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, არაფერი დასამალი არ გვაქვს, მაგრამ უკიდურესი ცინიზმია, როდესაც თალაკვაძე-მდინარაძე მით უმეტეს გახარია საუბრობენ ნებისმიერ ტიპის ძალადობაზე ან პროვოკაციაზე, მაშინ როდესაც ქალბატონი სანდრა რულოვსის კამპანიის ჩაშლის მცდელობა ხდებოდა ყოველ დღე,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.  

დღის ამბები