18 აპრილი 2024,   19:36
ვრცლად
ყველა უბანში ერთბაშად, დაიწყეს იმ დამკვირვებლების შევიწროება, რომლებიც დგანან საარჩევნო უბნის შესასვლელში - ხმაური მთაწმინდის 22-ე უბანზე

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო მთაწმინდის 22-ე საარჩევნო უბანზე. ოპოზიციის წარმომადგენლებს კომისიის წევრები თავისუფლად მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ, თავმჯდომარე ნანა ჭიღლაძე კი მათ გაძევებით დაემუქრა.

საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევებისა და უხეში ხარვეზების გამო, 22-ე უბანზე „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები იმყოფებოდნენ, მათ გამოჩენას უბანზე კამათი მოჰყვა.

„თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია ითხოვს, რომ საარჩევნო პროცესმა მშვიდობიან რეჟიმში ჩაიაროს. კომისიის წევრი კი ბრალდებას უარყოფს.

„ჩვენი მთავარი მიზანია და მოწოდებაა, რომ ჩატარდეს ეს ყველაფერი მშვიდობიანად. თქვენ თქვენი უფლებამოსილება შეასრულოთ, ჩვენები იცავენ წესრიგს და დაიცავენ... არაფორმალური მმართველობა აქაც თუ იქნება, გვითხარით,“ - ამბობს ლევან სამუშია.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ყველა მსგავს დარღვევაზე საჩივარს დაწერენ.

„საათნახევრის წინ, ყველა უბანში ერთბაშად, დაიწყეს იმ დამკვირვებლების შევიწროება, რომლებიც დგანან საარჩევნო უბნის შესასვლელში და ამოწმებენ პირადობის მოწმობებს, რომ ეს არის იყოს ვადაგასული, "კარუსელის" მცდელობა. ჩვენი დამკვირვებლებისგან მივიღეთ სიგნალი, რომ მათ უშლიდნენ პირადობის მოწმოის შემოწმებას, ანუ არღვევდნენ კანონს, იმიტომ, რომ ეს დამკვირვებლის პირდაპირი უფლებაა. შესაბამისად, მას ემუქრებოდნენ გაძევებით ოლქიდან. ცესკო-ს მოვუწოდებ, რომ ყველგან, სადაც ასეთი შემთხვევაა, ჩაერიონ და რაც მთავარია, ჩვენ ვაპირებთ ყველა ასეთ შემთხვევას მიცვეთ შეფასება და დავწეროთ საჩივრები,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ინციდენტიდან რამდენიმე წუთში, 22-ე უბანთან მივიდნენ "ქართული ოცნების" დეპუტატები. მათი თქმით, ისინი მივიდნენ ადგილზე, რადგან სრული მობილიზაციაა პარტიაში და შეეცადნენ, გარკვეულიყვნენ სიტუაციაში.

დღის ამბები