25 აპრილი 2024,   10:33
ვრცლად
აფხაზურნომრიანი ავტომობილი საარჩევნო უბანთან - გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ამომრჩევლები ოტობაიადან გადმოიყვანეს 

სოფელ ოქტომბერში საარჩევნო უბანთან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამარშუტო ტაქსი აფხაზური ნომრებით დააფიქსირეს.

ერთ-ერთი ვერსიით, გადმოიყვანეს ამომრჩევლები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ჩაწერილები არიან ზუგდიდში.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აფხაზურნომრიან ავტობუსში ხალხი იჯდა და ავტომობილი საარჩევნო უბანთან იყო გაჩერებული.

„ეს ავტომანქანა იმყოფებოდა სხვადასხვა უბანზე და რომ გამოვედით მალევე წავიდნენ, მაგრამ ზუგდიდის რამდენიმე ადგილზე ნამყოფია ეს მანქანა და დაჰყავს ერთი და იგივე. როგორც გავარკვიეთ, ოტობაიადან იყვნენ გადმოყვანილი აფხაზური ნომრებით,“ - განაცხადა ერთ-ერთი საარჩევნო უბნის დამკვირვებელმა.

დღის ამბები