26 ივნისი 2019,   08:57
ვრცლად
ხმაური ზესტაფონში #47 უბანზე - ცესკო-ს ნებართვით განთავსებული კამერა სავარაუდოდ, მიზანმიმართულად გამორთეს

ხმაური ზესტაფონის 47-ე უბანზე - კამათი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დამონტაჟებული კამერის გამორთვას მოჰყვა.

კამერა საარჩევნო უბანზე ცესკოს ნებართვის იყო განთავსებული და ხმის მიცემის პროცესს იწერდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ დენის წყაროდან კამერა გამორთული იყო. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა უბნის თავმჯდომარისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა, რასაც კამათი მოჰყვა ვინაიდან გაჩნდა ეჭვი, რომ კამერა შეგნებულად იყო დენის წყაროდან გამორთული.

თუმცა ზესტაფონის 47-ე უბნის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კამერის გამორთვა საუბნო კომისიის ინტერესებში არ შედიოდა და სავარაუდოდ ეს შემთხვევით მოხდა. 

  

დღის ამბები