21 აგვისტო 2019,   05:58
ვრცლად
პოლიცია და "ოცნების" აგიტატორები ზესტაფონის #47 უბანზე - ისინი ამომრჩეველს დილიდან აღრიცხავენ

ზესტაფონის #47 საარჩევნო უბნის გარეთ დილიდან პოლიციაა მობილიზებული. ისინი ამბობენ, რომ უსაფრთხოებას იცავენ. ასევე დილიდან უბანთან იმყოფებიან მმართველი პარტიის აგიტატორები.

„ქართული ოცნების“ კოორდინატორები "კურიერთან" საუბრისას არ მალავენ, რომ უბანზე შესულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. ისინი ამბობენ, რომ ამომრჩევლის ნებაზე გავლენას არ ახდენენ და აღრიცხვა სჭირდებათ აქტივობის დასაფიქსირებლად.

„ჩვენ ვაფრთხილებთ და ვუტარებთ აგიტაციას. აგიტატორი არის იგივე აგიტაციის ჩამტარებელი. ამავე დროს არის ასევე არჩევნები, მობრძანდით არჩევნებზე და ვისაც გინდათ იმას მიეცით ხმა. ეს არის უკვე მისი უფლება. მაინტერესებს  მაგალითად რომ არის ჩემს უბანზე 800 რამდენი გამოცხადდება,“- განაცხადა ერთ-ერთმა აგიტატორმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები