მარნეულში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საარჩევნო პროცესებს თითქმის ყველა უბანზე აკვირდებიან - ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებენ. გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რაფი ორუჯოვი ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, "კურიერის" კამერამაც დააფიქსირა.
კითხვაზე რატომ იმყოფებოდა იქ, რაფი ორუჯოვმა განაცხადა, რომ საარჩევნო უბანზე მეგობრის სანახავად მივიდა.
„მეგობრის სანახავად მოვედი... რამეში ჩავერიე? რომელ უბანში გინახივარ ძმაო მაჩვენე. ახლა თქვენ ნამდვილად პროვოკაციას აწყობთ აქ. ზედმეტ პროვოკაციას აწყობთ“ - განაცხადა აკეთებდა გარდაბნის საკრებულოს მოადგილემ, რაფი ორუჯოვმა.