25 აპრილი 2024,   10:25
ვრცლად
"მაღალი ალბათობით, პირველივე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ზუგდიდში" - გიორგი ვაშაძე

"მაღალი ალბათობით, ჩვენ პირველივე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში ზუგდიდში, ასევე ძალიან კარგი პოზიციები გვაქვს ზესტაფონში, მარნეულში და სხვა რაიონებში,“- ეს განცხადება, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ოპოზიციის მონაცემებით, ზუგდიდში და ასევე რამდენიმე სხვა მუნიციპალიტეტში მათი კანდიდატები ლიდერობენ.

გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებზე საარჩევნო უბნების დახურვამდე ამომრჩევლები მივიდნენ. მისი განცხადებით, შესაძლოა, „ქართული ოცნება“ ხმების დათვლის დროს გაყალბებას შეეცადოს, რისი საშუალებაც მათ ოპოზიციამ და დამკვირვებლებმა არ უნდა მისცენ.

„ალბათ, დღეს დასრულდება არჩევნები ზუგდიდში ჩვენი გამარჯვებით, სანდრა რულოვსის გამარჯვებით. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მოხვიდეთ. ჩვენი ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ბერ რამეს შეხვდება ხმის დათვლის პროცესში, მაგრამ თუ ერთად ვიქნებით, მაგრად ვიქნებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვერცერთი ხმის გაყალბებას ვერ შეძლებენ,“ - აღნიშნა ვაშაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები