25 აპრილი 2024,   10:58
ვრცლად
მარნეულის 67-ე უბანზე ხმის დათვლის პროცესი დაიწყო 

მარნეულის 67-ე უბანზე ხმების თვლის პროცესი იწყება. საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა, უკვე დახურულია საარჩევნო უბნები.

დღის განმავლობაში კი მარნეულში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მივიდა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის” წევრი, თამაზ ნავერიანი. „კურიერის“ ჟურნალისტის კითხვაზე, რისთვის მივიდა ის საარჩევნო უბანზე, მან განმარტა, რომ ადგილზე იმყოფებიან როგორც მმართველი გუნდის, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც.

ასევე, მარნეულში, საარჩევნო კომისიის წევრები „რუსთავი 2“-ის კამერის გამოჩენამ გააღიზიანა. ისინი ჟურნალისტს მიუთითებდნენ, რომ საარჩევნო უბნის შენობა დაეტოვებინა.

დღის ამბები