25 აგვისტო 2019,   03:16
ვრცლად
პოლიციელების მობილიზება ზუგდიდის მე-11 სკოლასთან - ადგილზე ზუგდიდის პოლიციის უფროსიც იმყოფება 

სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება ზუგდიდის მე-11 სკოლასთან. საჯარო სკოლის შენობაში ორი საარჩევნო უბანია განთავსებული. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ 90-ე და მე-6 განსაკუთრებულად რთულ უბნებად მიიჩნევა, რადგან აქ დილიდან „მოკრიმინალო ელემენტების“ მობილიზება შეინიშნება. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ გარე პერიმეტრზე კრიმინალების პარალელურად 600-მდე პოლიციელია განლაგებული, მათ შორის ზუგდიდის პოლიციის უფროსიც იმყოფება.

„აქ არის ორი უბანი, დილას როდესაც ვიყავი იყო უპრეცენდენტო მობილიზაცია მოკრიმინალო ელემენტების, კოორდინატორების "ქართული ოცნების", ვინაიდან ხმები გაერთიანებულ ოპოზიციას უფრო მეტი აქვს, ვიდრე ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას. მობილიზება ხდება ყველგან, მაგრამ ახლა არის ასეთი ვითარება, ხედავთ უბნის პერიმეტრის გარშემო არის 500-600 მანქანა, აქ იმყოფება ზუგდიდის პოლიციის უფროსი, სამართალდამცველთა უპრეცედენტო რაოდენობა. ასევე არის სიები, საოლქო საარჩევნო კომისიიდან დარიგდა ეს სიები და კოორდინატორები ყველგან დააფრიალებენ ამ სიებს, მაგრამ ეს უბანი განსაკუთრებით რთულია. მაგრამ ჩვენ დავიცავთ თითოეულ ხმას,“-ამბობს დეკანოიძე.

მისი თქმით, ამ უბანზე მოხდა ინციდენტიც, როდესაც გარედან შესული ადამიანები ცდილობდნენ ზეწოლა მოეხდინათ გაერთიანებული ოპოზიციის კომისიის წევრებზე ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას, თუმცა ეს დაპირისპირება პოლიციამ განმუხტა.

მე-11 სკოლაში განთავსებული ორივე უბანი 20:00 საათზე დაიხურა.

დღის ამბები